воскресенье, 13 марта 2016 г.

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

      პროექტის  ფარგლებში  გავიგეთ,  როგორ  გამოვიყენებთ  თემაზე  მუშაობისას  ინტერნეტს,  როგორ  გვეხმარება  ტექნოლოგიების  ეფექტური  გამოყენება  სწავლის  პროცესში.  გავეცანი  სხვადასხვა  საიტის  მისამართს,  აქტიურად გამოვიყენე  რესურსები  დავალებების  შესრულების  დროს.  გავეცანი  სხვადასხვა  მოდულს  და  მათ  დანიშნულებას.   შევქმენი    პაპკები  სხვადასხვა  სახელწოდებებით,  მასში  ჩავალაგე  შესაბამისი  დოკუმენტები.  მოვამზადე  ბუკლეტი.  შევქმენი  მოსწავლის  პუბლიკაციის,  პრეზენტაციის  ნიმუშები  კონკრეტული სასწავლო  მიზნებისთვის.  გავეცანით  შეფასების რუბრიკებს,  შევიმუშავეთ  შეფასების  ფორმები  ჩვენი  თემისთვის  განკუთვნილი  შემაჯამებელი  შეფასების  შესაქმნელად.  ტრენინგზე  მიღებული  ცოდნა  დამეხმარება  პრაქტიკული  მუშაობის  უკეთ  წარმართვაში.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მე- 6 დღის რეფლექსია

ამ  მოდულში   ჩვენ  გავეცანით  სტანდარტებს,   განვსაზღვრეთ  საგნის სტანდარტის რომელი  შედეგის/ ინდიკატორის  მიღწევა  და  შეფასება  გვსურს  ჩვენი  თემის  ფარგლებში. გავეცანით  სტანდარტებისა  და  მიზნების  რუბრიკას,  განახლებულ  ბლუმის  ტაქსონომიას,  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  სიტყვებს. განვიხილეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები  სასწავლო  პროექტის  სრულყოფილად  ჩამოყალიბებისათვის.  გავეცანით პროექტის შეფასების  ვებგვერდს,  შეფასების  სტრატეგიებს,   რომელიც  იყოფა  5  ძირითად   კატეგორიად,   პრეზენტაციის  ფორმას   ჩვენი  პროექტისთვის.  განვიხილეთ ვიცი-მინდა  ვიცოდე-ვისწავლე  დიაგრამა.  მაგალითისთვის  ვნახეთ  აფრიკული  მოდელის  ნიმუში. შევაგდინეთ   დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმა.   ვისწავლეთ   საძიები  სისტემის  გამოყენება,  საავტორო  უფლებების  დაცვა,  ვნახეთ  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონი.  ვისწავლეთ  საქაღალდის  შეკუმშვა  და  გაგზავნა.  ვისაუბრეთ,  როგორ  ხდება  ინტერნეტკავშირი   მსოფლიოსთან. 

суббота, 13 февраля 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია


მოდულის  განხილვისას  გავეცანი,  თუ  როგორ  გვეხმარება  ტექნოლოგიების  ეფექტური  გამოყენება  სწავლების  პროცესში.  წავიკითხე  და  გავაანალიზე  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები.  შევისწავლე  პორტფოლიოს  ელექტრონული  საქაღალდის  შექმნა.  განვიხილეთ  სასწავლო  პროცესის  ელექტრონული  შაბლონი,  უკეთ   გავერკვიე,  როგორ  ხდება  სასწავლო  ღონისძიებების  ეფექტურად  დაგეგმვა.  მოვიძიე  და  გავეცანი  ინდივიდუალური   კომპიუტერული  სცენარები. გავერკვიე,  თუ  რა  მოთხოვნებია  პროექტზე  მუშაობისას,  როგორ  ხდება  პროექტით  სწავლებისას  პუბლიკაციების  მომზადება  და  ბუკლეტების  შექმნა.  შევქმენი  პროექტის  გეგმისა  და  დიზაინის  მონახაზი.

понедельник, 14 мая 2012 г.

1. პროექტის  სახელწოდება :   ასურელი  მამების  ნაკვალევზე.
2. პროექტის  მთავარი  იდეა : ასურელ  მამებზე  ინფორმაციის   მოპოვება,  მათი  ბიოგრაფიის  და  ღვაწლის   შესწავლა.  მათ  მიერ  დაარსებული  სამონასტრო  კომპლექსის  მონახულება.
3. პროექტის    აქტუალობა:   წლების  განმავლობაში  ქართველი  ერი  არაეკლესიურად  ცხოვრობდა,  დაივიწყა  წირვა– ლოცვაზე  სიარული,  იმატა  ძალადობამ,  გაუტანლობამ,  დაიკარგა  სულიერი  ღირებულებები,  ბოლო  წლებში  კი  ერმა  გამოღვიძება  დაიწყო,  განახლდა  ეკლესია– მონასტრები,  აშენდა  ახალი  ტაძრები .    წმიდა  მამათა  ცხოვრების  გაცნობა  მოსწავლეთა  სულიერი  ცხოვრების  განმტკიცებისათვის  ძალზედ  აქტუალურია.
4 .პროექტის  მიზნები: მოსწავლეები  შეიძენენ  ახალ  ცოდნას  ასურელი  მამების  ცხოვრების  შესახებ.  შეაფასებენ  მათ  როლს  საქართველოში  სამონასტრო  კომპლექსების  დაარსების  საქმეში.  აღწერენ  ეპოქას,  ასურელი  მამების  წვლილს  საქართველოში  ქრისტიანობის  განმტკიცების  საქმეში.  მოსწავლეები  ისწავლიან  ინფორმაციის  დამოუკიდებლად  მოპოვებას,  ინფორმაციის  დახარისხებას.
5. მონაწილეთა  ასაკი : VIII- IX  კლასის  მოსწავლეები.
6. ვადები/ ხანგრძლივობა :  სამი  კვირა
 7.მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:
  მოსწავლეებს  შეუძლიათ  იმსჯელონ,  თუ  რატომ  ცდილობდნენ  ბერები  დასახლებებისაგან  შორს  ყოფნას,  რატომ  ხდებოდა  წიგნების  თარგმნა  და  გადაწერა  ძირითადად  მონასტრებში.  შეუძლიათ  განიხილონ  ფოტომასალა,  შეადარონ  ასურელ  მამათა  მიერ  დაარსებული  მონასტრები  ერთმანეთს.  მოსწავლეებს  განუვითარდებათ  ინფორმაციის  მოძიების,  დახარისხების,  ანალიზის  გაკეთების,  აზრის  გამოხატვის,  დასკვნის  გაკეთების,  რუკაზე  მუშაობის,  ტექნოლოგიებთან  ურთიერთობის,  კომუნიკაციის  უნარ–ჩვევები.
8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები :  კომპიუტერი,  პროექტორი,  რუკა,  ფოტოაპარატი,  თაბახის  ფურცლები.
9. პროექტის  მსვლელობა:  I-აქტივობა– მოსწავლეთა  კონტიგენტის  შერჩევა,  ჯგუფებად  დაყოფა  და  დავალებების  განაწილება:
       I-ჯგუფი – შიდა  ქართლში  დაარსებული  მონასტრები;
       II-ჯგუფი– ქვემო  ქართლში  დაარსებული  მონასტრები;
       III-ჯგუფი– კახეთში  დაარსებული  მონასტრები;
       IV-ჯგუფი– მცხეთა – მთიანეთში  დაარსებული  მონასტრები;
II-აქტივობა– ისტ–ისა  და  სხვა  დამხმარე  საშუალებების  მომზადება,  რუკა  და  ცხრილი  წინასწარ  არის  გამზადებული  კომპიუტერში.   მოსწავლეთა  მიერ  რუკის  გამოყენებით  ცხრილის  შევსება;  პროექტში  მონაწილე  პირების  გაფრთხილება,  სლაიდებისა  და  ინფორმაციის  შეგროვება.
III–აქტივობა– ექსკურსიის  მოწყობა  ცამეტი  ასურელი  მამის მიერ  დაარსებულ  სამონასტრო  კომპლექსებში (დავით- გარეჯი), სურათების  გადაღება, ფოტოგამოფენის  მოწყობა,  ფოტოალბომების  შექმნა.
IV-აქტივობა– ნამუშევრის  წარმოდგენა არჩეული  ჯგუფის  ლიდერების  მიერ.
V-აქტივობა– პროექტის  შეფასება  მოსწავლეების  და  მასწავლებლის  მიერ.
10.საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, ისტ.
11.პროექტის  ხალმძღვანელი: შურა  ბაზაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: bazadzeshorena@gmail.com
13.პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი:  www.bazadze74.blogspot.com